"პაციენტთან მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა იმუშაო. პირიქით, მთელი სული და გული უნდა ჩადო საქმეში. როდესაც ასე იქცევი, ამას პაციენტი ყოველთვის გრძნობს"

"პაციენტთან მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა იმუშაო. პირიქით, მთელი სული და გული უნდა ჩადო საქმეში. როდესაც ასე იქცევი, ამას პაციენტი ყოველთვის გრძნობს"

თამუნა ღვალაძე ლაზერული ეპილაციის ცენტრ Laser Space-ს ლაზეროთერაპევტია. თვლის, რომ აღნიშნული საქმე მის ხასიათს ყველაზე მეტად შეესაბამება. როგორც თამუნა ამბობს, ყოველთვის უნდოდა ისეთი საქმე ეკეთებინა, რომელიც ძალიან ეყვარებოდა და რომელსაც სიხარულით გააკეთებდა. Laser Space-შიც თითოეულ პაციენტს სწორედ ამგვარი სიყვარულით და მაღალი პასუხისმგებლობით ემსახურება. 

“ჩვენს საქმეში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, პირველ რიგში აუცილებელია პასუხისმგებლობა. სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ცოდნა და გამოცდილება. უნდა იყოს კომუნიკაბელური, თბილი და უშუალო. ეს არის საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებს და Laser Space ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ არის. ვთვლი, რომ პაციენტთან მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა იმუშაო. პირიქით, მთელი სული და გული უნდა ჩადო საქმეში. როდესაც ასე იქცევი, ამას პაციენტი ყოველთვის გრძნობს,”-ამბობს თამუნა ღვალაძე. 

ლაზეროთერაპევტი გვეუბნება, რომ მაღალ მოტივაციას სამსახურში არსებული თბილი გარემო და ის მაღალხარისხიანი აპარატიც უქმნის, რომელიც, როგორც Laser Space-ს პაციენტები აღნიშნავენ, რამდენიმე პროცედურაზე უკვე გარანტირებულ შედეგს იძლევა.

“Laser Space არის ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის, 4-სხივიანი აპარატით, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურა. ჯერ არ გვყოლია პაციენტი, რომელსაც არ აღუნიშნავს, რომ მისთვის ჩვენთან სტუმრობა დიდი კომფორტი იყო. Laser Space არის ადგილი, სადაც სიყვარულით ველით და ვემსახურებით პაციენტებს. ვზრუნავთ მათ კომფორტზე, სილამაზეზე, პროცედურის უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ ჩატარებასა და ცხადია, გარანტირებულ შედეგზე. მე მადლობას ვეტყვი ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა.  ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space ყოველთვის თქვენი სანდო და ერთგული მეგობარი იქნებ სილამაზის გზაზე,”-ამბობს თამუნა ღვალაძე. 

ცენტრი  ქუთაისში პუშკინის 3 ნომერში (ნეილ ტონის) შენობაში მდებარეობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები