რეკლამა

ლაშა გოგიაშვილი გარდაცვალების შემდეგ, თერჯოლის საპატიო მოქალაქე გახდა

ლაშა გოგიაშვილი გარდაცვალების შემდეგ, თერჯოლის საპატიო მოქალაქე გახდა

სახალხო დღესასწაულის "თერჯოლობა 2023“-ის კულმინაცია თერჯოლის საპატიო მოქალაქეების დასახელება იყო.

საპატიო მოქალაქეები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გოგბერაშვილმა დააჯილდოვეს.

მიმდინარე წელს აღნიშნული ტიტული მიენიჭათ:

ტრაგიკულად დაღუპულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიაშვილს. 2020 წლის აპრილიდან ლაშა გოგიაშვილი იყო თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მერის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ არჩეული მერი.  ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ლაშა გოგიაშვილის სახელს თერჯოლაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება.

დარეჯან ჯაფარიძე -1972 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.  1987-95 წლებში დარეჯან ჯაფარიძე იყო თერჯოლის რაიონის მთავარი ექიმი. დარეჯან ჯაფარიძე არის პირველი კატეგორიის ექიმი, მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ,,შინაგან მედიცინაში“’, დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის“ ორდენით.დარეჯან ჯაფარიძე 46 წელი სიყვარულით, ერთგულად და მაღალი პროფესიონალიზმით იდგა  თერჯოლის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

სოსო გიორგაძე-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე, რომლის სახელსაც უკავშირდება მშობლიურ სოფელში, საზანოში იუსტიციის სახლის მშენებლობა.  2013-2022  წლებში   მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.

გივი ლობჟანიძე- ვინც არ იცის, რომ იგი წარმოშობით რაჭველია, შეექმნება წარმოდგენა, რომ მისი მშობლიური ადგილი, თერჯოლაა. ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1948 წლის 3 მაისს რაჭაში, სოფელ ღებში.  იგი,  100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 26 წიგნის (მათ შორის 9 სახელმძღვანელოს) ავტორი და 10 წიგნის თანაავტორია.

 1982-86 წწ. ის ემსახურებოდა თერჯოლის მოსახლეობის სიმშვიდესა და  წესრიგის დაცვას, იყო თერჯოლის რაიონული პოლიციის განყოფილების უფროსი. სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის პოლიციის გენერალ-მაიორი დაჯილდოებულია ვახტაგ გორგასლის მესამე ხარისხის და ღირსების ორდენებით.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი- მეუფე, გიორგი შალამბერიძე, სასულიერო პირები, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები