რეკლამა

სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის მთავრობა 97 მლნ ლარს დახარჯავს

სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის მთავრობა 97 მლნ ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამისთვის წელს 97 მლნ ლარი დაიხარჯება - ეს დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვის პასუხია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს მისწერა.

პასუხის მიხედვით, სახელმწიფომ უკვე დახარჯა 84.1 მლნ ლარი. წლის ბოლომდე კი, ეს თანხა 97 მლნ ლარი იქნება.

"თქვენი 2023 წლის 7 ნოემბრის N8339/3-30/23 წერილის პასუხად, რომელიც ეხება 2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ 2022 წელს ქვეპროგრამის დასაფინანსებლად მიმართულ იქნა 39.8 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 97.0 მლნ ლარი, საიდანაც 10 თვეში გაწეული ხარჯი შეადგენს 84.1 მლნ ლარს" - წერია ფინანსთა სამინისტროს წერილში.

მასთან, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ქვეპროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული ასიგნება შეადგენს 102.7 მლნ ლარს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები