ცაგერის მუნიციპალიტეტში ცხენოსნობაში ტრადიციული ასპარეზობა გაიმართა.
ტურნირი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სოფელ ქვედა ცაგერის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა.
სხვადასხვა სახეობის ცხენოსნობაში მონაწილეობდა ქალაქ ცაგერის, სოფლების: ქვედა ცაგერის, გვესოს, წიფერჩის, ღვირიშის, ნასპერის, ლაჯანის, ზუბის, ისუნდერის, დეხვირის, ოყურეშის, ჭალისთავის, ლახეფის, აღვის 21 ცხენოსანი.
დოღში, სოფლის ცხენების პირველობაში, 14 მონაწილეს შორის ასეთი შედეგები დაფიქსირდა : პირველი ადგილი - ნიკა ფრუიძე (ნასპერი), მეორე ადგილი- გენადი ფრუიძე (ნასპერი), მესამე ადგილი- შოთა გასვიანი (ღვირიში).
იორღებში გამართულ შეჯიბრებაში 5 მონაწილეს შორის: პირველი ადგილი-ირაკლი ჩაკვეტაძე ( ლახეფა), მეორე ადგილი- ბაქარ ფოჩიანი( აღვი), მესამე ადგილი- ნიკო ბენდელიანი( ჭალისთავი).
ახალ ნომინაციაში, წმინდა სისხლის ცხენების ასპარეზობაში, პირველი ადგილი დაიკავა გურჯი თუთისანმა(ცხენის მეპატრონე თაზო ქარსელაძე, სოფელი ქვედა ცაგერი), მეორე ადგილზე გავიდა ვახო მანდარია (სოფელი ისუნდერი).
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, ფულადი პრიზებით და შესაბამისი დიპლომებით.