რეკლამა

ვანში საბავშვო ბაღის ეზო დაიტბორა

ვანში საბავშვო ბაღის ეზო დაიტბორა

2024 წლის 28 ნოემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.  ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის  სამსახურის უფროსმა მამუკა ნამიჭეიშვილმა პირადად მოინახულეს პრობლემური კერები და ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

“შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. რთული სიტუაცია იყო სოფელ შუამთასა და სოფელ მთისძირში, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორეს საცხოვრებელი სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა ერთი საბავშვო ბაღის ეზო, რის გამოც აღნიშნულ ბაღში სასწავლო- აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა.

ადიდებულმა მდინარე ჭიშურამ დააზიანა სამანქანო ხიდი. მასზე უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება შეიზღუდა.
  
დღის ბოლოსთვის ყველა პრობლებურ უბანზე დასრულებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები,”-ნათქვამია ვანის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები