TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ მიიღო ხონის საპატიო მოქალაქის სტატუსი?

ვინ მიიღო ხონის საპატიო მოქალაქის სტატუსი?

ვინ მიიღო ხონის საპატიო მოქალაქის სტატუსი?

„ხონელობა  2026“-ის ფარგლებში საპატიო ხონელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ხონის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისიის რეკომენდაციითა და ხონის  მერის გადაწყვეტილებით, გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, 2026 წელს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება 12 ადამიანს მიენიჭა. 

საპატიო ხონელის წოდება მიენიჭათ: 

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზურაბ აბაშიძეს.

იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის დირექტორს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის ხონის საკრებულოს დეპუტატს, ღირსების მედლის, ქართული თეატრის ამაგდარისა და ქომაგის წოდებების მფლობელს, მინერი ონიანს. 

ა(ა)იპ ხონის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორს, საქართველოს მხატვრათა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის წევრსა და მოქმედ მხატვარს, „საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს“, გიორგი ვაშაკიძეს.

ექიმსა და ღვაწლმოსილ კარდიოლოგს, ვიოლა აკობიძეს.

ხონის რაიონის ყოფილ გამგებელს, გენადი კუხალაშვილს. 

ხონის სახალხო სასულე ორკესტრის ხელმძღვანელს, ხონის სამუსიკო სკოლის საყვირის პედაგოგს, ოლეგ სანაიას. 

დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, მათემატიკოს ოთარ ხაჭაპურიძეს. 

ხალხურ საკრავთა ანსამბლ „მზევარის“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ლენა ადამიას.

მშენებელსა და კალატოზს, გივი კვანტალიანს. 

დაწყებითი განათლების დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, გენრიეტა ჯიშკარიანს. 

იურისტს, ა(ა)იპ ხონის ინტელექტკლუბის თავმჯდომარეს, გიორგი ბარაბაძეს. 

მშენებელ-ინჟინერს, ქალაქ ხონის ყოფილ გამგებელს, ხონის რაიონის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, საზოგადოება „ხონელის“ გამგეობის თავმჯდომარეს, „ამაგდარი ხონელის“ საპატიო წოდების მფლობელს, რეზო ფარცხალაძეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu