TOPNEWS » მთავარი თემა » რას პირდება ტყიბულის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს?

რას პირდება ტყიბულის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს?

რას პირდება ტყიბულის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს?


“ქართული ოცნების” ტყიბულის მერობის კანდიდატი დავით კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს. როგორც კანდიდატი ამბობს, 
თოთოეულ უბანში შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. კანდიდატი სამომავლოდ ადგილობრივებთან ხშირი კომუნიკაციისა და მართვის ყველა ეტაპზე მათი აზრის გათვალისწინების პირობას იძლევა. 

“დეტალურად მოვისმინე ამომრჩეველთა შეხედულებები, იდეები, გავეცანი არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს.  

მომავალშიც ხშირად მექნება კომუნიკაცია ადგილობრივებთან. ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ საკითხებზე და ერთად დავგეგმავთ პროექტებს. ჩემი თანამოქალაქეების აზრი გათვალისწინებული იქნება მართვის ყველა ეტაპზე.

მადლობელი ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მომცა შანსი, გავხდე მშობლიური მუნიციპალიტეტის მერი. ამ შესაძლებლობას აუცილებლად ხალხის საკეთილდღეოდ გამოვიყენებ,”-ამბობს დავით კუბლაშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu