რეკლამა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში "საპატიო ქუთაისელები" დააჯილდოვეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში "საპატიო ქუთაისელები" დააჯილდოვეს

"ქუთაისქალაქობა 2024"  საპატიო მოქალაქეების არჩევით  და კლასიკური მუსიკის კონცერტით  დასრულდა.

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე  მაყურებლის წინაშე წარსდგენ: ქართველი საოპერო ვარსკვლავი, მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ცნობილი ესპანელი ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი,  ქართული ოპერის თვალსაჩინო წარმომადგენელი  მარიკა მაჩიტიძე,  ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის  კამერული გუნდი ( ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე ), მელიტონ ბალანჩივაძის  სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ( დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი).

"ქუთაისქალაქობაზე" ტრადიციულად, საპატიო ქუთაისელები აირჩიეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის  გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, „ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭათ:

მანანა  კუხიანიძეს-აწსუ ასოცირებულ პროფესორს, მუსიკოსს;
დავით წერეთელს-სხვადასხვა წლებში ქუთაისის ერთ-ერთ  ხელმძღვანელ პირს;
ირაკლი მელქაძეს-სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "დიას" ხელმძღვანელს;
ზურაბ მანაგაძეს-კომპოზიტორს;
ელგუჯა თავბერიძეს, მწერალსა და გამომცემელს;
რეზო ნაჭყებიას-მწერალს;
ნუგზარ მებურიშვილს-მშენებელს;
გიორგი გორგასლიძეს-რაგბის კლუბ "აიას" პრეზიდენტს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახლადარჩეულ საპატიო მოქალაქეებს სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები