TOPNEWS » მთავარი თემა » რატომ არ მუშაობს გათბობის სისტემა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში?

რატომ არ მუშაობს გათბობის სისტემა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში?

რატომ არ მუშაობს გათბობის სისტემა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში?

მსახიობი სულხან გოგოლაშვილი ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან დაკავშირებით დაწყებულ მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება. მსახიობის თქმით, თეატრს გათბობის პრობლემა აქვს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.

“მეგობარმა და კოლეგამ, ფეისბუკ მედიაში გამოქვეყნებული წერილი ჩამიგდო, რომელშიც ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, დარბაზში გათბობის არქონა და ერთ-ერთი "მაყურებლის" პრეტენზია განიხილება. ქუთაისი პატარა ქალაქია და, როგორც წესი, მალე ირკვევა ამა თუ იმ წერილის, პრეტენზიის, ან რეზონანსული ამბის უკან ვინ ან რა იმალება. აი, ესაა საინტერესო. დიდი ეჭვი მაქვს ერთ ადამიანზე, მაგრამ ძნელია ამის მტკიცება და ამიტომ თავს ვიკავებ. თუმცა, მედია სააგენტოს ვურჩევ, როცა ასეთი პრეტენზიით მიმართავს მოქალაქე, თავადვე გაერკვეს პრობლემაში და მკითხველს უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოს. ეს ჩვენი თეატრის მესვეურების უმრავლესობის აზრია, რადგან კარგად ვიცით ამ პრობლემის შესახებ. წერილში მოყვანილი ამბავი სიმართლეს შეესაბამება, თეატრში ბოლო 15 წელია, არც დარბაზი და არც სცენა არ თბება, თუმცა, სცენის უკანა კედლებზე კი არის განთავსებული გათბობის რადიატორები, მაგრამ მათი მარგი კოეფიციენტი ლამის ნულის ტოლფასია. რატომ? იმიტომ რომ თეატრისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოდ არის გაკეთებული. მისგან გამოყოფილი სითბო მყისიერად იკარგება ზედა სივრცეში, მის წინ ჩამოფარებულია სასცენო უკანა ფარდის გამო, ეგრეთ წოდებული "ზანდიკი", რომელიც სითბოს წინ არ უშვებს. 

მომეჩვენა, რომ წერილი უფრო დაწერილია არა იმიტომ რომ  პრობლემა აღელვებთ, არამედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ითქვას სახელმწიფო დაწესებულებაზე და ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემაში ვერ ერკვევიან, ადვილად დააჯერონ. რაც ხშირ შემთხვევაში ამართლებს კიდეც. თუმცა, ალბათ კარგი იქნებოდა ამ პრობლემის მიზეზი გამოეკვლიათ და დასკვნა შემდეგ გამოეტანათ. მაგრამ ასეთი რამ მათ გეგმებში ეტყობა არ შედის, ეს ხომ მათ პოლიტიკურ აქტორებს უფრო დააზარალებთ და რეპუტაციას შეულახავს, ვიდრე ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებას. იმის გონებაც ხომ უნდა გეყოს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება ვინმე სიმართლის მთქმელი! თუმცა წერილის ავტორ იმაში ვერ შეედავები რომ ბავშვს თეატრში როცა მოიყვან არ უნდა გაგიცივდეს. ამის მიზეზიც ვიცი რატომ არ მოიხსნა სპექტაკლი, რადგან ბილეთები სიცივის დადგომადე, ანუ 4-იანვრანდე, ლამის დეკემბრის დასაწყისში იყო გაყიდული.

ნუ კარგით, რაც არის არის, წერილი უკვე გამოქვეყნებულია და მეც ვეცდები დაწვრილებით ავხსნა პრობლემის დასაწყისი, განვითარება და დღევანდელობა. 

2009/2011 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ქუთაისს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრის რემონტისთვის თანხა გამოყო, (მილიონ რვაასი ათასი) ვერკვევი რა ასეთ პრობლემებში, ეს იმდენად სასაცილო თანხაა, არა თუ თეატრის სრულ რემონტს, არამედ, რომ ავიღოთ, მის ადმინისტრაციულ სართულსაც ვერ გაარემონტებდა. აღარ ვსაუბრობ სცენაზე, მის განათებაზე, აუდიო სისტემაზე, სასცენო ტექნოლოგიებზე, დარბაზზე, იარუსებზე, ფოიეებზე, სარეპეტიციოებზე, სადეკირაციოზე, ბუტაფორიულ ცეხზე, სამკერვალო ცეხზე, სადურგლო ცეხზე, საგრიმიოროებზე. ეს ყველაფერი იმდენი ჯდება, მილიონ რვაასი კია არა, ათი და ოცდაათი მაგდენი თანხაც არ ეყოფოდა. ასეც მოხდა. ეგრეთ წოდებულმა "რემონტმა", არა თუ გააუმჯობესა თეატრის პირობები, პირიქით! თეატრის სპეციფიკის სრული იგნორირებით გაკეთებულმა, რემონტმა, ( 2 მაისს საზეიმოდ ხსნიდა პრეზიდენტი. კი იცით იმდროინდელი პრეზენტაციების ამბავი) შენობა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო !!! ის არაფერი, რომ სულ რამდენიმე დღეში, პრემიერაზე პირდაპირ სცენაზე წვიმდა, ზაფხულმა ცხადად დაგვანახა პრობლემა, რომელიც ასე, წელიწადში ორჯერ, ზამთარ-ზაფხულ, პრაქტიკულად, ფუნქციონირებას გვიზღუდავს. საქმე ისაა, რომ დარბაზში გაქრა სავინტილაციო, გათბობა- გაგრილების სისტემა. ეგრეთწოდებული "კალორიფერი".

21-საუკუნის დასაწყისში ვერ შეძლეს გააეკეთებიათ ის და არ  გააეუქმებიათ, არ გაენადგურებიათ, რაც 1955 წელს გახსნილ თეატრში, მეორე მსოფლიო ომ გამოვლილმა კომუნისტებმა შეძლეს, ეს იყო გაკეთებული უმაღლეს დონეზე,  შახტებში საიდანაც თბილი და ცივი ჰაერი უბერავდა, უხმოდ და წყნარად ნაწილდებოდა სასურველი ტემპერატურა დარბაზის და თეატრის ნებისმიერ კუთხეში და მთლიანად ათბობდა თეატრს და ასეთი გამართული სისტემა გააქრეს რემონტის შემდეგ თეატრში, ის უბრალოდ აღარ არსებობდა. გათბობის შახტებში, რემონტისაგან დაგროვილი ნაგავი ჩაყარეს, ამოქოლეს. მაყურებელი საერთოდ არ გაითვალიწინეს, აღარაფერს ვამბობ პარტერში საშინლად უხარისხო სავარძლებზე, საიდანაც სპექტაკლის ყურება, არც თუ ისე მარტივია, რომლებიც უმარტივესად ზიანდებიან დღემდე და რომელთა აღდგენა შეუძლებელია. მალევე მიხვდნენ რომ სცენაზე გათბობა აუცილებელია და სცენის უკანა კედელზე გათბობის რადიატორები დაამონტაჟეს, ეს ისე ზრდილობის გამო, რომ ეთქვათ, სცენაზე ხომაა გათბობაო. რაც როგორც ზემოთ ვთქვი და განვმეორდები, თეატრისთვის აბსოლიტურად მიუღებელია, რადგან მის წინ სცენის უაკანა ფარდაა დაკიდებული, ეგრეთ წოდებული "ზანდიკი" და სითბო 40 მეტრიან სიმაღლეში იკარგება, სხვენში, ღამურებს ათბობს. როგორც ვთქვი, სცენის გათბობის მარგი კოეფიციენტი, ნულის ტოლფასია. აღარაფერს ვამბობ სასცენო წრეზე, მის ინვენტორებზე,  რომელიც მანამდე, ანუ რემონტამდე, 55-წელი იდეალურად ბრუნავდა. ბრუნვის რამდენიმე სიჩქარე ქონდა, ნელი, საშუალო და ჩქარი, დღეს კი ერთი სიჩქარეა და იმდენად ცუდად მუშაობს, ვლოცულობთ, ან ხმა არ ჰქონდეს ბრუნვის დროს,  ან დატრიალების დროს ზუსტად გაჩერდეს. პრობლემები კიდევ ბევრი დარჩა თეატრში ამ რემონტის შემდეგ. საგრიმიოროების ბოლო ორი სართული, დაგვინგრიეს და დღემდე ისეა გაურემონტებელი, განადგურებული, რომ ვერაფერში გამოიყენება, ამის გამო, სამის მაგივრად, ექვსი და მეტი მსახიობია თითო საგრიმიოროში განთავსებული . გაუქმებულ სართულებზე იყო გარდერობის დიდი საწყობები, სადაც ინახებოდა ისტორიული კოსტუმები და თეატრში შექმნილი ყველა კოსტუმი, მათი დაუდევრობით, დღეს წყალი თქრიალით ჩამოდის წვიმის დროს. კოსტიუმების გადასარჩენად, ეს ყველაფერი მსახიობების ისედაც მწირე  საგრიმიორო ოთახებში და სარეპეტიციოში შევიტანეთ. ალბათ, იტყვით რატომ ამდენ ხანს არავინ იზრუნა ამ პრობლემების მოსაგვარებლადო. გეტყვით:

2013 წლიდან დღემდე,თეატრის ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობდა, ჩაერთო სამინისტროც, ადგილობრივი ხელისუფლებაც, ჩატარდა კვლევები. ეს იმდენად დიდი და ხანგრძლივი პროცესი იყო, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ გადაკეთებას, რომელიც 900 ათასი ლარი დაჯდებოდა, სჯობდა ცოტა მოგვეთმინა და სრულფასოვანი რემონტი გაკეთებულიყო, რადგან შემოქმედებითი პროცესი თეატრში, იგივე დროით მაინც გაჩერდებოდა, რაც სრულ რეაბილიტაციას დაჭირდებოდა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.  ხოლო სრული რაბილიტაცია, რომელიც მაინც ჭირდებოდა თეატრს, სავარაუდოდ 50 მილიონ ლარი დაჯდება. დაიწყო მომზადება, შესწავლა, ექსპერტიზები, პროექტის შესაქმნელად, ტენდერის ჩასატარებლად... 2019 წელს, კულტურის მინისტრთან შეთანხმებით, გადაწყდა რომ 2020 წელს დაწყებულიყო თეატრის სრული რემონტი, ნამდვილი რეაბილიტაცია. თუმცა 2020 წლის თებერვალში იწყება პანდემია, რამაც პირდაპირ შეაფერხა თეატრის რეაბილიტაციის პროცესი 3/4 წლით. შემდეგ განახლდა და გავლილი პროცესები თავიდან გასავლელი გახდა. 

და დღეს, მალე, უკვე 2026 წელს, თეატრში იწყება სრული რეაბილიტაცია. თუმცა ერთგულ მაყურებელს ამ ხნის მანძილზე არ შეუწყვეტია თეატრში სიარული, მათ იციან არსებული პრობლემის შესახებ და გაგებით ეკიდებიან.

მე მსახხიობი ვარ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, გაყინულ სცენაზე ვითამაშე და გავცივდი, მახველებს და აწი გპირდებით, ყოველ ჯერზე მოგახსენებთ როგორ შემცივდა სპექტაკლის თმაშის დროს, როგორი დისკომფორტი განვიცადე და ასევე, აუცილებლად შეგახსენებთ, ვის და რის გამოა თეატრში ამგვარი ვითარდბა შექმნილი. 

რემონტის მერე, მე სამახსოვროდ დავტოვებდი ერთი რომელიმე ლოჟის მოაჯირზე სტეპლერებით გადაკრულ ზედაპირს, ან ფანჯრების შუაწელამდე ძლივს დაშვებულ წარმოუდგენლად უხეშ, ხეშეშ ფარდას, როგორც გარდასული დროის ,,დიდების" მოსაგონარს,”-წერს მსახიობი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu