ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
თათბირს მერის მოადგილე მანანა გოფოძეც ესწრებოდა.
თათბირის ძირითადი თემები ახალგაზრდული საბჭოს ფორმირება, ახალი წლის ღონისძიებები და მიმდინარ ინფრასტრუქტურული პროგრამები იყო. სამუშაო შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს გასული კვირა.
ლადო ჯურხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ივანდიდი-პატარა ჯიხაიშის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული უნებართვო ნაგავსაყრლის გაწმენდით ღონისძიებებზე და შესაბამის სამსახურებს პროცესის მონიტორინგი დაავალა.