TOPNEWS » მთავარი თემა » აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი რეისები დანიშნა

აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი რეისები დანიშნა

აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი რეისები დანიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს. 

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა  -14:45 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური,  გაფრენა - 16:30  საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 14:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 17:45 საათზე.

”შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/en/tickets,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 
 
 
 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu