TOPNEWS » მთავარი თემა » ხანდაზმულ ქალს, რომელიც ზესტაფონის სოფლიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები აკვირდებიან

ხანდაზმულ ქალს, რომელიც ზესტაფონის სოფლიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები აკვირდებიან

ხანდაზმულ ქალს, რომელიც ზესტაფონის სოფლიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები აკვირდებიან

წუხელ, გვიან ღამით, ერთიანი ძალისხმევით, სტიქიის ზონიდან ჰოსპიტალიზებული ქალბატონი, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო - სამედიცინო მომსახურეობა ესაჭიროებოდა,  მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

პაციენტს დაუდასტურდა იშემიური ინსულტი,  ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. ექიმების განმარტებით მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პაციენტი, ამ ეტაპზე, მეორე დონეზე გადაყვანას არ საჭიროებს. ის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ხანდაზმული ქალბატონი კლინიკაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა განთიადიდან (პატარა სამება) გადაიყვანეს, რომელიც დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე საათი გრძელდებოდა.


 სამაშველო ოპერაციაში შსს  სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო ჩართული. 

ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი -ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე -ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტის წევრი -ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu