TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოში 7 უსახლკარო ოჯახისთვის ახალი სახლები შენდება

წყალტუბოში 7 უსახლკარო ოჯახისთვის ახალი სახლები შენდება

წყალტუბოში 7 უსახლკარო ოჯახისთვის ახალი სახლები შენდება

წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტის მერ გენადი ბალანჩივაძესთან ერთად გაეცნო.

ახალი საცხოვრებელი სახლი  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7  უსახლკარო,  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.                                                                                                                                                                                                       

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.

რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი) უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu