TOPNEWS » მთავარი თემა » 20 ივნისს, ლენტეხში ტურისტული სეზონი გაიხსნება
20 ივნისს, ლენტეხში ტურისტული სეზონი გაიხსნება

20 ივნისს, 12:00 საათიდან, ლენტეხში ახლად რეაბილიტირებული "მჟავე წყლის" ტერიტორიაზე, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი იქნება ტრადიციული სვანური ცეკვა და ფოლკლორი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, სვანური ტრადიციული კერძები, ასევე გაიმართება ხეზე კვეთის, სვანური ქუდისა და სვანური მარილის დამზადების მასტერკლასები.
ტურიზმის განვითარების ცენტრი ,,ლაილა’’ მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.