TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის „ბოტანიკურ ბაღს“ და ნიუპორტის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება. 

„ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ქუთაისში მიმდინარეობს ფელიქს ვარლამიშვილის, მარი ბროსეს, მიხეილ ლერმონტოვისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე ბაზრის მოედნის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსებისა და შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის, სახურავების რეაბილიტაცია-განახლება (სამუშაოების უმეტესი ნაწილში დასრულებულია). 

აღნიშნულ ქუჩებზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელებს. აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამანქანო და საფეხმავლო გზის ნაწილს,”-აცხადებენ უწყებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu