TOPNEWS » მთავარი თემა » რა სამუშაოები შესრულდა ქუთაისის ცენტრალურ პარკში?

რა სამუშაოები შესრულდა ქუთაისის ცენტრალურ პარკში?

რა სამუშაოები შესრულდა ქუთაისის ცენტრალურ პარკში?

ქუთაისის ცენტრალური პარკის 
რეაბილიტაცია დამატებითი სამუშაოების გამო, ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება-ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

“ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები: პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი, განახლებული სახით, ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება.

ამ დროისათვის, ქუთაისის ცენტრალურ პარკში უკვე დასრულებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, ენერგო ეფექტური განათების ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახალი შადრევნების მოწყობა, ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - „ვარდების ხეივანი,”-აცხადებენ უწყებაში. 

ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu