TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან ცეცხლი გაჩნდა

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან ცეცხლი გაჩნდა

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან ცეცხლი გაჩნდა

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მეხანძრე-მაშველების მობილიზება იყო. ადგილზე სახანძროს ორი ეკიპაჟი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც იმ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივანზე, რომელშიც მმართველი პარტიის ოფისია, ცეცხლი გაჩნდა. 

ცეცხლის გაჩენა არსებული ინფორმაციით; “ოცნების” ოფისთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ აივანზე ასაფეთქებელი ნივთიერების სროლას უკავშირდება. 

“მონებო,”-ამ შეძახილებით მოვიდნენ აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან, სადაც რუსეთის დროშა დაწვეს. 

“ოცნების” ოფისიდან აქციის მონაწილეებმა ქალაქის მასშტაბით მსვლელობა განაგრძეს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu