ვინ არიან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თერჯოლაში?
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ აქტივთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, ოფიციალურად წარადგინეს „ქართული ოცნების” თერჯოლის მერობის კანდიდატი.
ასევე, დასახელდა თერჯოლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სოსო ჩაფიჩაძე.
“ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობა, კვლავ, ვიყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის კანდიდატი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად.
მჯერა, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს თითოეული თერჯოლელის ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ შექმნის, სტაბილური და წარმატებული მომავლის მყარ საფუძველს.
ჩვენი მიზანია, თერჯოლა იყოს ადგილი, სადაც ყველას აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები და რწმენა, რომ მომავალი აქვე, ჩვენს სამშობლოში შენდება.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე დასახელდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები:
🔹თერჯოლა N1 - ელისო მურადაშვილი;
🔹თერჯოლა N2 - ზურაბი ჩხიკვაძე;
🔹ალისუბანი - ბადრი ბუცხრიკიძე;
🔹თუზი - ომარ ჯიხვაშვილი;
🔹ზედა საზანო - დავით გოგბერაშვილი;
🔹რუფოთი - შალვა ჭანკვეტაძე;
🔹ღვანკითი - იუზა უგრეხელიძე;
🔹ახალთერჯოლა - ბიძინა ბუცხრიკიძე;
🔹ჩხარი - გიორგი ყაზაიშვილი;
🔹გოგნი - რამაზი ლორთქიფანიძე;
🔹ძევრი - მანუჩარ ფანჩულიძე;
🔹სიქთარვა - ჯემალ ისაკაძე;
🔹ეწერი - მამულო კოვზირიძე;
🔹ბარდუბანი - გოჩა ვერულაშვილი;
🔹ზედა სიმონეთი - გიორგი ქასრაშვილი;
🔹ქვედა სიმონეთი - გიორგი ბრეგაძე;
🔹ნახშირღელე - ლაშა ლანჩავა;
🔹გოდოგანი - გრიგოლ გიორგაძე;
🔹ჭოგნარი - გიორგი ბერეკაშვილი;
🔹კვახჭირი - მირზა აფრიდონიძე.
მადლობა ნდობისთვის.
მშვიდობა საქართველოს! განვითარება თერჯოლას!,”-აცხადებს მერობის კანდიდატი მანუჩარ რობაქიძე.





