რეკლამა

წყალტუბოში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

წყალტუბოში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2024“ წელს მეთერთმეტედ აღინიშნა. 

სახალხო დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს ეს სტატუსი გადაეცათ: ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს,  დავით ფაცაციას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს,  ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კობა ნარჩემაშვილს, მშენებელ-ინჟინერს, ენერგეტიკოსს, მკვლევარს, თენგიზ ჯიმშელეიშვილს,  საზოგადოება "ძველი წყალტუბოელების" თავმჯდომარეს, თვითნასწავლ  ხელოვანს გელა ხუნწარიძეს, წყალტუბოს თერმული წყლების სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორს, ნანა გვიშიანს, მასწავლებლის ეროვნული  ჯილდოს მფლობელს, ქვიტირის სკოლის პედაგოგსა და არაერთი საერთაშორისო პროექტის ავტორსა და მონაწილეს, კახაბერ ჩაკვეტაძეს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს,  რაიონული საავადმყოფოს პედიატრს ნუნუ ლექვთაძეს, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის ლოტბარს, ირაკლი შენგელიას, არაერთი თაობის აღმზრდელს,  პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს, იზო ჯანგავაძეს, დასავლეთ საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ღირსების ორდენის მფლობელს, ზურაბ სალუქვაძეს. 
                                                                                                                                             საზეიმო ვითარებაში, ახალსახლობა მიულოცეს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს, რომლებსაც წელს 8 ახალი სახლი აუშენეს. 
 
 „შემოდგომის წყალტუბო 2024“ გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ლეგენდარულმა ანსამბლმა "ქართული ხმები", წყალტუბოს კულტურის ცენტრთან არსებულმა  ანსამბლებმა "ნადურმა" და "ივერიამ", ბენდმა ,,ჩვენი" (სოლისტი ანამარია იაკობაშვილი), ღამის შოუს ბენდმა, სალდუსის ქალთა გუნდმა ,,ლაიქსნემ".     
                                                                                                                             საზეიმო ღონისძიება დიჯეის პროგრამით და ფოიერვერკით დაიხურა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები