TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა.
"რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში,"-აცხადებენ სააგენტოში.

















