TOPNEWS » მთავარი თემა » იელის უნივერსიტეტის გუნდი სოფელ წითელხევის სკოლას სტუმრობდა

იელის უნივერსიტეტის გუნდი სოფელ წითელხევის სკოლას სტუმრობდა

იელის უნივერსიტეტის გუნდი სოფელ წითელხევის სკოლას სტუმრობდა

ბაღდათის სოფელ წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის  სახელობის ხელოვნების სკოლამ იელის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ გუნდს უმასპინძლა.

იელის უნივერსიტეტის გუნდის  წარმომადგენლები კოტე ფოცხვერაშვილის  სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებს და მათ შემოქმედებას გაეცნენ. 

ღონისძიებაზე ხელოვნების სკოლის ანსამბლებმა ქართული ფოლკლორი,  ქორეოგრაფიული ნომრები და საგალობლები წარმოადგინეს. ღონისძიების შემდეგ, უცხოელმა სტუმრებმა ქართული კულინარიის მასტერკლასში  მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, იელის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურმა გუნდმა, რომელსაც  არსებობის 70 წლიანი ისტორია აქვს,  ქართული სომხური და ამერიკული ტრადიციული და  ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა  ენუქიძე, მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს  დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu