ქუთაისის მესხიშვილის თეატრი მსახიობებს ეძებს

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი მსახიობებს ეძებს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 22-28 წლამდე ასაკის, უმაღლესი სამსახიობო კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდებს შეუძლიათ, ხოლო შერჩევა 2023 წლის 03 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით მოხდება. 

"მსურველებმა თეატრის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ ფოტოსურათი, ავტობიოგრაფია, პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი.

განცხადებების მიღება დასრულდება 2023 წლის 7 ივლისს.

შესარჩევი კონკურსი გაიმართება მესხიშვილის თეატრში,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები