"მინდა გაგაფრთხილოთ და მინდა, ყველამ წაიკითხოთ ეს პოსტი, განსაკუთრებით მშობლებმა და გოგონებმა!,"-სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნული შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
"მოკლედ, დღეს წერეთლის უნივერსიტეტიდან ჭავჭავაძეზე მივდიოდი, წრიულს ველოდებოდი. როდესაც მოვიდა, ადგილი არ იყო მარშუტში და ამიტომ სულ უკან გადავედი. დაახლოებით 5 წუთში წინიდან დგება ბიჭი და მიჯდება გვერდით, ნელ-ნელა იჩოჩებს ჩემკენ და იწყებს ხელების ფათურს. იმდენად დავიბენი და დამაბნია ამ ფაქტმა, რომ არ ვიცი რა დამემართა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ავმდგარიყავი და ჩანთა ჩამერტყა, ტირილი ამიტყდა და გადავედი მძღოლთან, წინ, მაგრამ იმ წამს ისე ცუდად ვიგრძენი თავი, დაახლოებით 1 საათი ვკანკალებდი. არავინ მახლდა თან. ეს ძალიან უცნაური და საშინელი რამ იყო ჩემთვის. 24 წლის ვარ და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ამ ამბავმა იმდენად დამთრგუნა, რომ ვინც კი გაიარ-გამოიარა, მამრობითმა სქესმა, ყველას ვაშტერდებოდი და მეშინოდა.
ახლა აღვწერ ამ ნაგავს: ეცვა ნაცრისფერი ქურთუკი, მუქი ჯინსი, იყო დაახლ. 1.80 სმ. სიმაღლის, ღია ფერის კანი ჰქონდა, ეხურა მუქი ნაცრისფერი ქუდი. ამას იმიტომ ვწერ, რომ გააკონტროლეთ ბავშვები, მაშფოთებს და მაგიჟებს იმაზე დარდი და ფიქრი, რომ შეიძლება ჩემს სიტუაციაში პატარა ბავშვები აღმოჩნდნენ. გთხოვთ, აკონტროლეთ ბავშვები!,"-წერს გოგონა.