TOPNEWS » მთავარი თემა » რას თხოვს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს?

რას თხოვს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს?

რას თხოვს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს?


ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს,  ირაკლი შენგელიას მიმართავს და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად დახმარებას სთხოვს. 

“ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2018 წელს დაანონსდა. პროექტი მოიცავდა 70 სახლის რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე და ზონის მთლიან ურბანულ განახლებას. მიუხედავად საზეიმო განცხადებებისა და მოსახლეობის მოლოდინისა, პროექტი არ განხორციელდა და დაპირება დაპირებად დარჩა.

მოგეხსენებათ, დღეს ამ უბანში ცხოვრება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს. არაერთი ავარიული სახლი საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამასთან ერთად, ქრება ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობაც.

პოლიტიკური ნების არ არსებობის, უწყვეტი სასამართლო დავების და ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო პროექტი 7 წელია გაჩერებულია და სავარაუდოდ, სამუდამოდ მივიწყებულიც. ვფიქრობ, პროექტი სასწრაფოდ უნდა განახლდეს და დაიწყოს რეაბილიტაციაზე მუშაობა. 

რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, პირველ რიგში, გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და ცხოვრების ხარისხს. ამასთან, წაახალისებს ტურისტულ აქტივობას და ქალაქს მეტად მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქუთაისის უნიკალური ისტორიული იერსახის შენარჩუნებას, რაც ქალაქის კულტურული იდენტობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, ოფიციალური განცხადების ფორმით, მივმართე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, აღადგინონ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი და გადაარჩინონ ქალაქის ისტორიული ნაწილი საბოლოო განადგურებას,”-ამბობს დეპუტატი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu