სოფელ საღანძილეში დღის ბანაკი საზეიმოდ დაიხურა.
ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა საღანძილელ და ხარაგაულელ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით მიეცათ.
დღეს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, კობა ყრუაშვილთან ერთად ბავშვების და მათი ამერიკელი პედაგოგების ბანაკურ ცხოვრებას ადგილზე გაეცნო.
საბანაკე პროგრამა ხუთდღიანი იყო და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართული ყოფილიყვნენ ინგლისურ-ენოვან თამაშებში, კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროგრამა გათვლილი იყო სხვადასხვა ასაკობრივ სოფელ საღანძილეში დღის ბანაკი საზეიმოდ დაიხურა.
ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა საღანძილელ და ხარაგაულელ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით მიეცათ.
ბანაკი ჰანა ფრაგას ხელმძღვანელობით ტარდება, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგები და ინტერნები ეხმარებიან. ჰანას აქვს ენების შემსწავლელი ცენტრი სადაც უცხოელები ქართულ ენას და ქართველები ინგლისურ და სხვა ენებს შეისწავლიან.
"ვხედავ რომ ბანაკის პროგრამა დატვირთულია უამრავი აქტივობით, შემეცნებითი და სპორტული თამაშებით. ბავშვებმა შეიძინეს ახალი მეგობრები, რაც ძალიან სასიხარულოა. კარგი იქნება თუ მომავალში კვლავ ვითანამშრომლებთ ჰანა ფრაგთან და ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო ბანაკით კიდევ უფრო მეტი ხარაგაულელი ახალგაზრდა შეძლებს დაინტერესდეს და ისარგებლოს,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
5 დღის განმავლობაში ქართველმა ბავშვებმა თავის მხრივ, თავისი ცოდნა გაუზიარეს უცხოელ პედაგოგებს და ისინი ქართულ კულტურასაც აზიარეს.