TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთი პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

იმერეთი პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

იმერეთი პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa 2026 იმერეთის ტურისტული პოტენციალი იყო წარმოდგენილი.
DMO Imereti გამოფენის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიას რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, კულტურულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, ღვინის, გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებს აცნობდა.

"ფრანგული ტურისტული ბაზრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას, რაც ამარტივებს რეგიონში მოგზაურობას და ხელს უწყობს იმერეთის, როგორც ტურისტული მიმართულების, ხელმისაწვდომობისა და მიმზიდველობის ზრდას.

 IFTM Top Resa საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი პროფესიული ტურისტული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ორგანიზაციებს, ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, სასტუმროებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს.

გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს იმერეთის ცნობადობის ზრდას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, პროფესიული კავშირების გაფართოებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას,"-აცხადებენ DMO Imereti-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu