თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია შესაბამისი პერსონალი და ტექნიკა.
გაიწმინდა ქალაქის ტერიტორია და ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი ცენტრალური გზები.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს და ეტაპობრივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება.
უხვმა ნალექმა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაც გამოიწვია, ადგილზე მობილიზებულია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" სამუშაო ბრიგადა. ელექტრო ენერგიის მიწოდება პერიოდულად აღდგება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და სამუშაო ჯგუფი, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება.
სამუშაო პროცესში ჩართულები არიან და ადგილზე იმყოფებიან საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები.