ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის, კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება.
კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. ჩატარებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილება.
"კონკურსის სამიზნე აუდიტორია:
✔️ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებისVIII-XII კლასის მოსწავლეები; პედაგოგები სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის დაინტერესებული პირები.
✔️კალიგრაფიის კონკურსი ტარდება მ/წლის 30 მარტს, შაბათს, 12 საათზე, ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შენობაში. გამარჯვებულებს, მ/წლის 2 აპრილს, გამოავლენს ქ.ქუთაისის მერის ბრძანებით დამტკიცებული დროებითი კომისია. გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება მ/წლის 14 აპრილს.
✔️გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი:
I-II-III ადგილზე გასული მოსწავლეები; I-II-III ადგილზე გასული პედაგოგები; I-II-III ადგილზე გასული სხვადასხვა ასაკის და პროფესიის პირები და კომისიის რჩეული. შესაბამისად, 300, 250, 200 ლარი; კომისიის რჩეული -150ლარი;
ასევე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაჯილდოვდება მათი ფავორიტი კონკურსანტები;
საკონკურსო დავალება მოიცავს: ნაბეჭდი ტექსტის მხედრული კალიგრაფიით გადაწერას, თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით;
✔️დავალების შესრულებისას კონკურსანტებს აქვთ თავისუფლება ნამუშევრის გაფორმებასა და კომპოზიციის ფურცელზე გადანაწილებაში. სამუშაოდ ეძლევათ 2 აკადემიური საათი.
საკონტაქტო პირი: მაყვალა ქობულაძე, ტელ: 599360429; makvalakobuladze@gmail.com,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.