რეკლამა

ვინ იყო ინეზა ავალიანი, რომლის გარდაცვალებას ქუთაისში გლოვობენ?

ვინ იყო ინეზა ავალიანი, რომლის გარდაცვალებას ქუთაისში გლოვობენ?

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, გარდაიცვალა გაერთიანების ფილიალის-რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლის „ჯარისკაცის  მამა“  დირექტორი ინეზა ავალიანი.

 "რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“ ქუთაისში 2016 წელს დაარსდა რეზო ჩხეიძის და ინეზა ავალიანის ინიციატივით. მას შემდეგ ინეზა ავალიანი დღემდე იკავებდა მუზეუმის დირექტორის პოზიციას. მისი ორგანიზებით მუზეუმსა და ქალაქში იმართებოდა არაერთი კულტურული ღონისძიება. არის რამდენიმე ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი. დაწერილი აქვს  რეზო ჩხეიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნები. ახალგაზრდებისთვის მუზეუმში აწყობდა შემოქმედებით საღამოებს და ფილმების ჩვენებებს.

• დოკუმენტური ფილმი „იუზა ლოსაბერიძე“ - რეჟისორი, პროდიუსერი
• დოკუმენტური ფილმი „გურამ ნიშნიანიძე“ - რეჟისორი, პროდიუსერი
• დოკუმენტური ფილმი „ნოდარ სარჯველაძე“ -  რეჟისორი, პროდიუსერი
• დოკუმენტური ფილმების 16 სერიანი ციკლი ქუთაისის მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბინადართა სავანე“ - იდეის ავტორი და პროდიუსერი
• საზაფხულო კინოსკოლის შექმნის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი
• დოკუმენტური ფილმის „დეპუტატის ერთი დღე“ - იდეის ავტორი
• ჩაშვებულია გამოსაცემად წიგნი „ეპიზოდები ჩემი ცხოვრებიდან“ მისი ავტორობით მიძღვნილი რეზო ჩხეიძისადმი 
• მუშაობდა ახალ წიგნზე „გუშაგობ ერს!“ - მიძღვნილს რეზო ჩხეიძისადმი
2010-2014 - შემოქმედებითი სტუდია „ლაზარეს აღდგინება“ - დირექტორი 
• წიგნი   „იდექი ისე როგორც ბერბმუხა“- შემდგენელი (2012წ.)
• წიგნი  „რეზო ჩხეიძე, ფილმები, მეგობრები და შვილები“ - შემდგენელი (2014წ.)
• ფილმი „ჯარისკაცის მამა“ - კოლორიზაციის რეჟისორის ასისტენტი (2012წ.)
• ფილმი „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ - ადმინისტრაციული ჯგუფი (2012წ.)
• მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ის რაც მახსოვს“ - სცენარის ავტორი, პროდიუსერი (2014წ.) 
• მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ჩვენ ჩვენი ფესვებიდან მოვდივართ“ -სცენარის ავტორი, პროდიუსერი (2014წ.)

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ პატივს მიაგებს ინეზა ავალიანის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები