TOPNEWS » მთავარი თემა » რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მორიგი გათიშვის მიზეზი?

რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მორიგი გათიშვის მიზეზი?

რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მორიგი გათიშვის მიზეზი?

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მორიგ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას,”-აცხადებენ კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu