მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლების დიდ ნაწილს გზის გარდა, არც წყალი აქვს. მოსახლეობა ასევე რეგიონში ბუნებრივი აირის შეყვანასაც ითხოვს.
“ძალიან კარგია, მივესალმები გზის რეაბილიტაციას- 21-ე საუკუნეა და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს უგზობა სოფლებში. იქნებ ქედისუბანშიც გადმოიხედოს მუნიციპალიტეტმა ან გამგებელმა შემოგვათვალიეროს, ნახოს რა გზის გავლა გვიწევს ხალხს ამ ულამაზეს სოფელშიც რომ ჩავიდეთ და ვისიამოვნოთ ჩვენი ბაბუა-ბებიას სახლში დასვენებით და ყურადღება მივაქციოთ,”-ამბობს მარიამ ილურიძე.
“ზნაკვა-ქედისუბნის გარშემო ყველგან გზა არის გაკეთებული და ამ ორ ულამაზეს სოფელსაც რომ მიხედონ, კარგი იქნება,”-ამბობს ირაკლი წეველიძე.
“ზნაკვაში მე თუ არა, ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან გაზს და გზას, ამას ვიმედოვნებთ”.
“ნეტავ ბარეულამდე როდის მიაღწევენ. საერთოდ მიუდგომელი გახდა გზა, ისე განადგურდა,”-ამბობს ნათია წილოსანი.
“იქნებ სოფელ ტბეთის მისასვლელი გზაც გააკეთოთ, არ იქნება ცუდი,”-ამბობს იოსებ ჭელიძე.
“ხვანჭკარას რას ერჩით, რას გვახვეწებთ 5 წელი 100 მეტრი დარჩენილი გზის ბოლომდე მიყვანისთვის,”-ამბობს ნარგიზ იაშვილი.
“ჟოშხაში როდის დამთავრდება გზის და გაზის გაკეთება. შარშან დაიწყეს და იმედია გააგრძელებენ,”-ამბობს მედიკო სალუქვაძე.
“იქნებ სოფელ პატარა ონიდან სოფელ ტბეთამდე მისასვლელ 2.5 კმ გზასაც მიხედოთ?!,”-ლაშა იმნაძე.
“ბუგეულამდე ვერასდროს ვერავინ მოაღწია”
“ზნაკვის გარდა ყველა სოფლისთვის მოიცალეს,”-ინგა მურუსიძე.