TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ქუთაისში სასაფლაოების დასუფთავება გრძელდება
ქუთაისში სასაფლაოების დასუფთავება გრძელდება
შპს “ქართული ტრადიციები 2011" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ინტენსიურად მიმდინარეობს 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
“შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ სასაფლაოს ცენტრალურ გზაზე,”-აცხადებენ “ქართულ ტრადიციებში”.





