შპს “ქართული ტრადიციები 2011" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ინტენსიურად მიმდინარეობს 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
“შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ სასაფლაოს ცენტრალურ გზაზე,”-აცხადებენ “ქართულ ტრადიციებში”.