TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 960 ჰექტარი დამუშავდა

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 960 ჰექტარი დამუშავდა

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 960 ჰექტარი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში  ახორციელებს.  
 
 ამ ეტაპზე, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და სოფლების - სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.  

ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.  
 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu