ხონის კულტურის ცენტრში ფოლკლორული სიმღერის საღამო გაიმართა. საზოგადოების წინაშე წარდსდგნენ ანსამბლი "დარიალი" და ხონის სალოტბარო სკოლა (ლოტბარ-რეგენტი დავით კახიძე).
"ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისიდან ჩამობრძანდნენ და ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცეს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ ,,დარიალის" ლოტბარმა გიორგი მკერვალიძემ, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა სალომე ცისკარაულმა, ანსამბლ ,,ბასიანის" მომღერალმა გოგა მექვაბიშვილიმა, იმერეთის რეგიონის სალოტბარო სკოლების კოორდინატორმა ლევან გერსამიამ.
ღონისძიების დასასრულს სცენაზე ავიდნენ თანატოლების საგულშემატკივროდ ზუგდიდიდან და სამტრედიიდან ჩამოსული სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები- ერთობლივად შესრულდა მრავალჟამიერი.
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი ესწრებოდნენ,"-ნათქვამია ხონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ემოციური, ამაღელვებელი, საოცარი საღამო შედგა. ამაყი ვარ, რომ ამ ეროვნული საქმის თანაზიარი და შედეგების შემსწრე ვარ. ჩვენი ღირსებაა ქართული ფოლკლორი და ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, რომლებიც ქართული კულტურის დიდ სიყვარულს გულით დაატარებენ. მადლობა კულტურის სამინისტროს, მადლობა ფოლკლორის ეროვნულ სასახლეს, მადლობა დავით კახიძეს, თითოეულ ბავშვს და მშობელს. თქვენს გვერდით მიგულეთ,"- განაცხადა ლადო ჯურაძემ.
ღონისძიება ხონის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელს მარიამ რუხაძეს მიჰყავდა.