რეკლამა

ჭიათურაში "არტ-გალერეა“ მოეწყობა

ჭიათურაში "არტ-გალერეა“ მოეწყობა


  ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობაში ცოდნის ,,არტ-გალერეა“ მოეწყობა. პროექტის მიზანია, ჭიათურის ურნანული სიმბოლოს- საბაგიროს სადგურის გამოყენება და მისი გადაქცევა ცოდნის არტ -გალერეად. 

 კეთილმოეწყობილი სივრცე განკუთვნილი იქნება მკითხველებისთვის, პრეზენტაციებისათვის სხვადასხვა პროექტებზე ერთობლივად მუშაობისა და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის.

პროექტის მიხედვით: 

პირველ სართულზე- სამკითხველო დარბაზი და წიგნების საცავი მოეწყობა; 

მეორე სართულზე-  თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სივრცე განთავდება; 

  მესამე სართული შეხვედრების ოთახისთვის (საკონფერენციო დარბაზი) იქნება განკუთვნილი; 

 მეოთხე სართულს საგამოფენო დარბაზი დაიკავებს;

 მე-5 სართულზე კი არტ-კაფე მოეწყობა. 
 
 საბაგირო სადგურზე დღეს არსებული მდგომარეობა  ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მოინახულეს შენობის ყველა სართული და მიმდებარე ტერიტოირია, რის შემდეგაც სამომავლო გეგმები დასახეს. 
 
"პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება რამდენიმე სფეროს განვითარების პროცესში, მათ შორის ურბანული მიმართულებით, ასევე განათლების, ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისკუთხით,"-განაცხადა გივი მოდებაძემ. 

"არტ-გალერეის“ მოწყობის მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა კონკურსში, რომლის  მიზანი  იყო საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება. კონკურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4ITD — ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL), ფარგლებში გამოაცხადა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები