რეკლამა

"რიკოთის მონაკვეთი, რომელიც 4 მონაკვეთისგან შედგება, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია"

"რიკოთის მონაკვეთი, რომელიც 4 მონაკვეთისგან შედგება, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია"

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს, რომ რიკოთის გზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთზე მეწყერი არ ჩამოსულა და ეს გზა დაწესებული  სპეციალური რეჟიმის გამო უსაფრთხოა.

"რაც შეეხება რიკოთს, გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვლას კამპანიას, რომლის ამოცანაც არის პოლიტიკური. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინების გამო, მით უფრო, როდესაც ეს ხდება შოვის ტრაგედიის ფონზე, ასეთი საკითხების წამოწევა და შესაბამისად, რაღაც პარალელების გავლება არის უსაფუძვლო და უადგილო. 

მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი, დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები, ამიტომ,  გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით გეტყვით: რიკოთის მონაკვეთი, რომელიც 4 მონაკვეთისგან შედგება, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან 12 გვირაბით და 22 ხიდით დაახლოებით 8 თვეა უკვე ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%, გამორჩეულად დაწინაურებული 2 მთავარი მონაკვეთი, რომელიც ხევიდან ზესტაფონამდეა. შესაბამისად, პროგრესები აქ არის 90 და 96%. ეს ის 2 მონაკვეთია, რომლის გახსნაც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე გრძელდება სამუშაოები, რომელიც 2024 წელს დასრულდება. 

რაც შეეხება ბრალდებებს, პირველი ბრალდება იყო, რომ რიკოთი დაკეტილია, რაც არ არის სწორი. რიკოთი არ არის დაკეტილი, იქ მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის მიზეზიც არის ის, რომ 149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან, დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომლის ანალიზიც გააკეთეს სპეციალისტებმა და მიჩნეული იქნა მომეტებულ საფრთხედ, მყისიერად იქნა გადაწყვეტილება მიღებული რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე დაწესდა შესაბამისი სპეციალური რეჟიმი, რის გამოც მოხდა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და დღესაც რჩება უსაფრთხოდ ეს გზა. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთზე მეწყერი არ ჩამოსულა,"- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები