TOPNEWS » მთავარი თემა » 25-26 ოქტომბერს ჭიათურის გზატკეცილი-ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

25-26 ოქტომბერს ჭიათურის გზატკეცილი-ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

25-26 ოქტომბერს ჭიათურის გზატკეცილი-ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს ჭიათურის გზატკეცილი-ე.ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ67-კმ68 (ქ.ჭიათურის გზატკეცილი, ე.ნინოშვილის ქუჩა) მონაკვეთზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 2025 წლის 25 ოქტომბერს ატარებს სახალხო დღესასწაულს "ჭიათურობა“, რის გამოც, საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 2025 წლის 25 ოქტომბერს 21:00 სთ-დან 26 ოქტომბრის 21:00 სთ-მდე.

ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-დან, 26 მაისის, გ.თხელიძის ქუჩების და გამსახურდიას სანაპიროს გავლით, საიდანაც შეუერთდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზას 68-ე კმ-ში, ე. ნინოშვილის ქუჩის გამოყენებით",- აღნიშნავენ უწყებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu