ბაღდათის მერია 2024 წელს მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აანონსებს.
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სოფელ დიმში, ე. წ. გრძელიძეების საუბნო გზის რეაბილიტაციაზე.
სოფელ ვარციხეში შ.პ.ს. „ლაბარასთან“ მისასვლელი საავტომობილო გზის და დიმში ე. წ. შემოვლითი საუბნო გზის კეთილმოწყობაზე,
ქალაქ ბაღდათის ქუჩების გზის სავალი ნაწილის, მათ შორის შ.რუსთაველის ქუჩის I ჩიხის, ნ. კახიანის, თამარ-მეფის, პ. ბაგრატიონის ქუჩების ჩიხების და 9 აპრილის ქუჩის შესახვევის, თამარ-მეფის ქუჩაზე ყოფილი საავეჯო კომბინატის მიმდებარედ გზის საფარის რეაბილიტაციასა და გვერდულზე ფერდის გამაგრებაზე.
ტენდერი გამოცხადდა ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდველაში ე. წ. ლაბაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციაზე, სოფელ ფერსათში ე. წ. ლომსიანიძე-ოქროჭელიძეების საუბნო გზაზე. ფერსათში ე. წ. მსხვილიძეების და ე. წ. კახიანი-ლომინაძეების საუბნო გზაზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში.