იმერეთს მალე ახალი გუბერნატორი ეყოლება. ზვიად შალამბერიძეს აღნიშნულ პოსტზე ცაგერის მერი ლევან ზალკალიანი შეცვლის.
ზვიად შალამბერიძე "ქართულმა ოცნებამ" ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა. ის მომავალ პარლამენტში სწორედ აღნიშნული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი იქნება.
რაც შეეხება ლევან ზალკალიანს, ის ცაგერის მერობამდე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი გუბერნატორის წარდგენა მომავალ კვირაში იგეგმება.