საირმეში იმერული ღვინის კონკურსი მიმდინარეობს. ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და ქართველი ღვინის ექსპერტები საუკეთესო იმერულ ღვინოს არჩევენ და პარალელურად იმერულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.
"DMO იმერეთისა და იმერული ღვინოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონკურსის მთავარი მიზანი, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლებაზეა გამიზნიული. არაერთხელ გვითქვამს, რომ იმერეთი, როგორც ღვინის მწარმოებელი რეგიონი, იმსახურებს ნიშნულს ღვინის მსოფლიო რუკაზე, ვინაიდან, საქართველოში კახეთის გარდა არსებობს კუთხე, რომელსაც ღვინის დამზადების თავისებური ტექნოლოგია და განსვავებული ბუკეტის მქონე ღვინოები გააჩნია.
ჩვენი სურვილია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმერულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავისი ნიშა და ღვინის საერთაშორისო მცოდნეებისათვის მცნება „იმერული ღვინო“ ასოცირდებოდეს მისი წარმოების უძველესი კულტურის მქონე რეგიონთან.
ღვინის ტურიზმის განვითარება თავის მხრივ ბუნებრივად მოიცავს სხვა დანარჩენ ტურისტულ მიმდინარეობების განვითარებას და ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ექსპერტების რობერტ ჯოზეფის, ჯოზეფ დარელის, პოლ რობერტ ბლუმისა და ირინა დიაჩენკოვას არაჩვეულებრივი მოგზაურობა იმერეთის ღვინის სამყაროსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში.
აქვე დავძენთ, რომ კონკურსის გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი,"-აცხადებენ
DMO იმერეთში.