ქუთაისში, პოეტ ანდრია სინაურის ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქუთაისში ბიბლიოთეკების კვირეული დაიხურა. კვირეულის დახურვა ანდრია სინაურის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკის შენობაში აღინიშნა. ბიბლიოთეკისა და ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი დაესწრო.
შენობა, რომელშიც ახლა ბიბლიოთეკაა, 1976 წელს, პოეტ ანდრია სინაურის ანდერძით ქალაქის საკუთრება გახდა, რათა ახალგაზრდობისთვის საგანმამათლებლო შეკრების სივრცე ყოფილიყო. ლიტერატურულ სახლში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, შეხვედრები, ეწყობა ახალი წიგნების განხილვები და გამოფენები, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები. ლიტერატურულ სახლში დაცულია პოეტის პირადი ნივთები.
ქუთაისის მერიის ინიციატივით, ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 108184 ლარი გამოიყო.