ჭიათურაში სტიქიის შედეგებს ითვლიან.
6-7 თებერვალს, მუნიციპალიტეტში მეწყერული ზონა 22 ლოკაციაზე განვითარდა. მეწყერული ზონებიდან 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გამოსახლებული. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც, გადახურვას საჭიროებს 10 კორპუსი.
სოფლებში სახურავით უზრუნველყოფა ესაჭიროება 52 ოჯახს.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს,რაც ადგილზე გასვლებს, პრობლემებზე მყისიერ რეაგირებასა და დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირებას გულისხმობს. გეოლოგების მიერ მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლა,"-განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.