TOPNEWS » მთავარი თემა » მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ.

“21 სექტემბრის შუადღემდე და განსაკუთრებით ხვალ დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ვიზუალიზდება დიდი რაოდენობით ნალექი. ეპიცენტრული ცერტილები- გურია-აჭარა, სამეგრელო და მისი აღმოსავლეთ ნაწილი, იმერეთის მაღლობი, თურქეთის შავი ზღვის ზოლი. მსგავსი რაოდენობის ნალექმა შეიძლება შექმნას მრავალი სახის პრობლემა- მდინარეების ადიდება, წყალმოვარდნა. დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი გურია-აჭარის მთა-გორიან, დამეწყრილ ზონებში არსებობს მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარების რეალური რისკი, ამ ზონაში გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის რისკს აფასებს, როგორც მაღალს. 

ხვალ ღამე კოლხეთში წვიმასთან ერთად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია ელჭექი და ზღვაზე შტორმი, რიგ შემთხვევაში 5-6 ბალამდე,”-
წერს იოანე მახარაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu