ამბროლაურის 12 სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ამ ეტაპზე თოვლწმენდის სამუშოები სრულად განხორციელდა 12 და მიმდინარეობს 15 სოფელში.
თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ქალაქ ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის 12 სოფელში.
“სამუშოები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. თოვლწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მერის პირველ მოადგილესთან-დავით გოგლიძესთან ერთად ადგილზე ეცნობა.
სამუშაოები, როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელექტოენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს,”-აცხადებენ რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.





