TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის კლინიკაში სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს
ქუთაისის კლინიკაში სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.
- პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

![- [ ] ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის წყალტუბოში კონცერტი გაიმართა](/uploads/posts/2023-11/36149273-014c-4359-b1f9-c25bb94d0cf5.jpg)



