როგორ გავხდეთ უკონკურენტო ჩვენს სფეროში?-ტრენინგების სერია ქუთაისში

სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრმა „მართლმსაჯულების სახლმა“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის პრაქტიკული უნარ -ჩვევების სასწავლო კურსებზე მიღება დაიწყო.
“მართლმსაჯულების სახლის” ქუთაისის სასწავლო ცენტრში მიღება უმაღლესი სტანდარტით შედგენილი ტრენინგის რამდენიმე კურსზე მიმდინარეობს.
სასწავლო ცენტრი მოიცავს შემდეგ სკოლებს:
მართლმსაჯულების სკოლა-გთავაზობთ შემდეგ ტრენინგებს:
1. პროფესიული ეთიკა
კურსის ხანგრძლივობა- 1-3 თვემდე .
ტრეინინგებს უძღვება სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია.
3 -თვიანი კურსის დროს ასევე მასტერ კლასს ატარებს კომუნიკაციის ექსპერტი დოდო შონავა. დამატებით მოწვეული იქნებიან მაღალი კლასის ექსპერტები პრაქტიკული მასტერ- კლასების ჩასატარებლად. ტრენინგები ტარდება კვირაში 2 ჯერ, 2 -2 საათი, დრო თანხმდება წინასწარ.
მართლმსაჯულების სკოლის განსაკუთრებული პროექტია
პროფესიული ეთიკის 6-თვიანი კურსი, რომლის დროსაც ოთხი საუკეთესო ექსპერტი მუშაობს მსმენელებთან:
1 სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია
2. პრაქტიკოსი ადვოკატი
3 ფსიქოლოგი
4 მედია კომუნიკაციის ექსპერტი დოდო შონავა
6 თვიანი კურსის დროს დამატებით ასევე მასტერ კლასებს ჩაატარებენ მოწვეული ექსპერტები.
ტრენინგები ტარდება კვირაში 3 ჯერ, 2-2 საათი. პროექტი მომზადებულია მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორების მოსამზადებლად პროფესიული სრულყოფისა და პრაქტიკული სწავლებისთვის.
ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები:
კურსის ხანგრძლივობა 1- 3 თვე
კურსის ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია.
მოწვეული იქნებიან სხადასხვა ექსპერტები. მსმენელები გაივლიან იმიტირებული სასამართლო პროცესის პრაქტიკას, კერძო გამოძიების სპეციფიკას, ადვოკატის პროფესიული მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
“მართლმსაჯულების სახლში”
ასევე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიისა და მედიაციის ცენტრი, რომელსაც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ხელმძღვანელობს.
მედია კომუნიკაციის სკოლა-
ხელმძღვანელი საერთაშორისო მედია ექსპერტი დოდო შონავა.
ტრენინგის სახელწოდება: პერსონალური და საჯარო კომუნიკაციის ოსტატობა -
კურსის ხანგრძლივობა- 1- 3 თვე.
დიპლომატიის სკოლა-
დიპლომატია და მოლაპარაკების ხელოვნება.
სასწავლო კურსი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
1. საგარეო პოლიტიკის არსი და დანიშნულება.
2. პრაქტიკული დიპლომატია (მოლაპარაკების ხელოვნება)
3. დიპლომატიის კლასიკური პრიორიტეტები (უშუალო მეზობლებთან ურთიერთობები, რეგიონული დიპლომატია, ფართო რეგიონალური დიპლომატია)
4. ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატია.
5. დიპლომატიური პრიორიტეტების სპეციფიკა - სადღეისო ამოცანები, ახლო მომავლის ამოცანები, შორეული ამოცანები, სტრატეგიული პრიორიტეტები.
კურსის ხელმძღვანელია, ელჩი, დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე
მოწვეული იქნებიან ელჩები, დიპლომატები საჯარო ლექციისა და თემატური ტრენინგების ჩასატარებლად.
კურსის ხანგრძლივობაა 1- 2 თვე
ტრეინინგის დღეები კვირაში ორჯერ, 2 საათი.
საჯარო მოხელის სკოლა
კურსის სახელწოდება: საჯარო მოხელის ეთიკა, საქმიანობის სპეციფიკა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგებს ჩაატარებენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია და პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ასევე მოწვეული იქნებიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები.
კურსის ხანგრძლივობა: 1-2 თვე
ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 საათი.
კურსებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ელ: ფოსტით
houseofjustice2021@gmail.com
ტელ: 558700727
“მართლმსაჯულების სახლი”
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში, 8 ნომერში (კერძო სკოლა “მერმისი”-ს შენობა) მდებარეობს.