რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება
რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება.
კოლეჯი „ერქვანი“, კომპანია „ბლაუენშტაინთან“ ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს.
2 წლის განმავლობაში 6 პროგრამის დანერგვა და 100-მდე სპეციალისტის მომზადება და გადამზადება იგეგმება.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც „პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს.
პროექტის მიზანია, თანამედროვე, შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო პროგრამების დანერგვა, მეცხოველეობის სფეროში კომპეტენციის ამაღლება და ღირებული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ასევე, მეცხოველეობის მიმართულებით ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.

















