რეკლამა

ტყიბულში, მერიის შენობის გვერდით, სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება

ტყიბულში, მერიის შენობის გვერდით, სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება

 ტყიბულის ცენტრში სასტუმროს შენობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება.

ტყიბულის მერის ინფორმაციით, Შენობის სახურავზე მოეწყობა ღია ტერასა, სადაც განთავსდება კაფე და ღია რესტორანი ტყიბულისა და ცხრაჯვარის ულამაზესი ხედებით, ასევე სრულფასოვანი სავარჯიშო დარბაზი და სპა ცენტრი.

"მრავალფუნციურ ცენტრში ასევე განთავსდება:

თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო

ქართულ-ევროპული რესტორანი

ბავშვთა გასართობი ცენტრი და ვირტუალური თამაშების კლუბი

სასურსათო მაღაზია (სუპერმარკეტი)

სილამაზის სალონი

ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები, ქიმწმენდა,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები