რეკლამა

რა შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" ხარაგაულის სოფლებში?

რა შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" ხარაგაულის სოფლებში?

ხარაგაულის მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. თამაზ ჭიპაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს  სოფლის გაძლიერებისთვის მილიონობით თანხა იხარჯება მაშინ, როდესახ სხვა დროს კაპიკები იყო ბიუჯეტი. 

"მე წინა ხელისუფლების დროსაც მიმუშავნია, თუმცა ბაზალეთის თემის მაგალითზე, შედარებისთვის, ობიექტურად და დასაბუთებულად თამამად ვიტყვი, რომ  "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს  სოფლის გაძლიერებისთვის მილიონობით თანხა იხარჯება მაშინ, როდესახ სხვა დროს კაპიკები იყო ბიუჯეტი.  დღეს კაპიტალურად შენდება გზები, უწინ კი დახრეშვა-შეკეთებაც ძლივს ხერხდებოდა. დღეს მიმდინარეობს გაზიფიცირება, წინა ხელისუფლების დროს გაზიფიცირებაზე ოცნებაც კი უტოპია  იქნებოდა.

დღეს რომ სოციალური დასაქმების პროგრამაა, ხალხის დასაქმების მსგავსი რეალური პროგრამა  არასოდეს მსმენია. მუნიციპალურმა სოციალურმა პროგრამებმა იმრავლა. 4  იყო და 22 გახდა.  სოფელში თვის განმავლობაში რომ 1-2  მოქალაქეს  ეხმარებოდნენ, დღეს თვეში  ათჯერ  მეტს მაინც  ეხმარებიან. გზები რომ თოვლის საფარისგან გაწმენდილიყო, უმეტესად  დანააწეული  გვიწევდა   ტრაქტორის გატარება. დღეს კი  თითქმის ყველა ჭიშკართან  მიგვყავს  სამანქანო გზები.

ღარიხევში სკოლის ავარიული შენობა გვქონდა,  ამ ხელისუფლებამ კი ააშენა და დაამშვენა. ბაზალეთის თემის  ოთხივე სოფლის გაზიფიცირების  ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ეს მართლაც მაგარი საქმე გააკეთა  დღევანდელმა ხელისუფლებამ. 

ახლა რომ ჩვენ ორ სოფელში ჭაბურღილი მოეწყო, წარსულში მსგავსი  სამუშაოს  იდეასაც  კი ვერ ვიხსენებ. გარეგანათების  1 საყრდენი არ არსებობდა, ახლა კი ოთხივე სოფელში შეგიძლიათ იხილოთ მომუშავე  ქსელი. ერთ მეტრზეც არ იყო ბეტონი დაგებული. დღეს კი სოფლის და უბნის  გზები მობეტონდა. იყო წარსულის  წლები, როცა ბრუისში და  ჭილოფში ხიდებს ეკლის სარებით  ვამაგრებდით, ახლა რკინის კაპიტალური ხიდები აშენდა. 

დევდარიანების უბანში, წყალში  გავდიოდით, ხიდი რომ არ იყო. ამ ხელისუფლების დროს კი  რკინის ხიდი აშენდა.

სოფლებში დასუფთავების მომსახურება საერთოდ არ არსებობდა. ახლა კი ნაგვის ბუნკერებიც დგას, შესაბამისი ტექნიკა და პერსონალიც  ემსახურება. ახლა რომ მერიამ მრავალშვილიან ოჯახს კაპიტალური სახლი შეუძინა, ეს პრობლემა უწინ  პერიოდში ვერასოდეს  მოგვარდა. სათნოების სახლის მომსახურება  სოფელში არ არსებობდა, ახლა კი ბენეფიციარებს  საკვებ პროდუქტებს  სოფელშიც აწოდებენ. სასკოლო მოსწავლეთა ტრანსპორტი  არ ემსახურებოდა მოსწავლეებს, არ  იყო ბავშვებზე  სოციალური და ფინანსური   პაკეტები. დღეს პოლიტიკური ნიშნით არავინ არჩევს მოქალაქეებს. ყველას ვეხმარებით.

მე პირადად  წინა ხელისუფლების დროსაც  ვმუშაობდი, მაგრამ  ასეთი თავისუფლება, დემოკრატია, სიმშვიდე, განვითარება, სტაბილურობა, მშენებლობა, სოციალური მხარდაჭერა  "ქართული ოცნების" ხელისუფლების  დროს რომ  არის, არასოდეს ყოფილა.

ყველაზე მთავარი -დღევანდელმა ხელისუფლებამ  ქვეყანა ომს  გადაარჩინა. წარსულის ძალა  ჩაბარდა წარსულს. თეთრზე თეთრი უნდა ითქვას და შავზე-შავი. თუ ვინმემ რამე გააკეთა, გაკეთებულზე თვალს არასოდეს დავხუჭავ და არც დავივიწყებ, მაგრამ ვინ რა აკეთა, რამდენი, რა მდგომარეობაში იყო სოფელი და რა მდგომარეობაშია დღეს- ეს სწორად უნდა შეფასდეს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რომ ასმაგად  მეტი საქმე  გაკეთდა ხალხისთვის, ეს ნათელია. ჩემი გამოცდილებით კიდევ ბევრი მაგალითის  მოყვანა  შემიძლია. მე მხარს ვუჭერ სოფლის განვითარებას, მე  მხარს ვუჭერ ხალხის ინტერესების  გამტარებელ დღევანდელ  ხელისუფლებას. ჩემთვის ხალხის სამსახურში ყოფნა, საუკეთესო ხელმძღვანელის ხარაგაულის მერის, ბატონ  კობა ლურსმანაშვილის  წარმომადგენლობა  დიდი  პასუხისმგებლობაა. ასეთი განათლებული, გაწონასწორებული, პოლიტიკის მცოდნე, საქმიანი   ხელმძღვანელი  რაიონს  არასოდეს ჰყოლია. "ქართული ოცნების" პარტიას   დღეს  რეალური  ალტენატივა არ ჰყავს. წარსულის ძალა კი   ვერასოდეს იქცევა  მომავლად. წარმატებები და გამარჯვებები "ქართული ოცნების" ცენტრალურ  და ადგილობრივ ხელისუფლებას. მშვიდობა ჩვენს  საქართველოს. ღირსებით  ევროპისკენ. სიძლიერე ჩვენს მოსახლეობას,"-წერს თამაზ ჭიპაშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები